საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლისა და პარტიული ოფისების დაზიანების ფაქტი ხარაგაულში
2016-08-28 28 აგვისტოს, იუსტიციის სახლის საჯარო შეხვედრების დარბაზში, გაიმართა შეხვედრა სოფელ ღორეშის მოსახლეობასთან. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის შტაბის ხელმძღვანელის მანანა ბარბაქაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, რომელიც, ამავე დროს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. მან დებატებში ჩართვა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რამაც გამოიწვია დამსწრეთა უკმაყოფილება. კამათში ასევე ჩაერთო გამგებლის წარმომადგენელი იური მჭედლიძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერია. მანანა ბარბაქაძის თქმით, კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. იური მჭედლიძემ შეურაცხოფა მიაყენა როგორც მას, ასევე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, პაატა გოგოლაძეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე