ნაციონალური მოძრაობის პარტიული ოფისის დაზიანების ფაქტი ზუგდიდში
თარიღი: 2016-09-14
პერიოდი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2016-09-11 11 აგვისტოს, ღამის საათებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში დაუდგენელმა პირებმა კარი გატეხეს და ოფისში შეიჭრნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრები ფიქრობენ, რომ ოფისში შეჭრა შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე ინფორმაციის მოპოვების ინტერესით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით აბულაძის განმარტებით, შესაძლოა თავდამსხმელებმა ინფორმაცია კომპიუტერებიდან წაიღეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე