არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2016-08-30 30 აგვისტოს, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტეინი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. იგი ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვია. ფლეკენშტეინმა თავისი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა და „ქართულ ოცნებას“ და ლევან კობერიძეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებები უსურვა. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა, საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების სასარგებლო ან საწინააღმდეგო მოსაზრებების გავრცელება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე