საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა Facebook-ით
2016-09-08 სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო დროს სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერი აქტივობები კვლავ ხშირია. ქალაქ ოზურგეთის მერიის საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პირად გვერდებზე აგიტაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ ეწევიან და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, არჩილ თალაკვაძის მხარდამჭერ მასალებს აქვეყნებენ. აგიტაციის ამ ფორმას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი საჯარო მოხელეები მიმართავენ: განათლების, კულტურის და გენდერული თანასწორობის სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსი - მარინა ვასაძე; ოზურგეთის მერიის შესყიდვების სამსახურის თანამშრომელი - სარო სარიშვილი; ქალაქ ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი - თამარ დუმბაძე; ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი - ხათუნა შარაძე; გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი - ნინო ლომჯარია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე