წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა
2016-10-30 ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქის #58 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია წილისყრის ჩატარების პროცედურა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა კომისიის წევრთა რაოდენობაზე ერთით მეტი იყო. დარჩენილი, აუთვისებელი მეხუთე რეგისტრატორის ფუნქცია ავტომატურად მიანიჭეს კომისიის წევრს, რომელსაც შეხვდა ცარიელი ფურცელი. დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის მიუხედავად, წილისყრა განმეორებით არ ჩატარდა. აღნიშნულ დარღვევასთა დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე