დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
2016-10-30 ისნის #8 მაჟორიტარული ოლქის #67 უბანზე შემოწმდა უბანზე მყოფი პირების აკრედიტაციის მოწმობები (ე.წ. QR კოდით) და აღმოჩნდა, რომ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის აკრედიტაციის მონაცემები არ იძებნება. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ დამკვირვებელი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს უბანზე იქამდე, სანამ იგი საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებდა, რისთვისაც მას მიეცა გონივრული ვადა პრობლემის გასარკვევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევდა უბნის დატოვება. აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა "სამართლიანი არჩევნების" კომუნიკაციის შედეგად საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებთან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე