კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
2016-10-30 ზუგდიდის #66 მაჟ. ოლქის #72 უბანზე საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი ფაქტი - სპეციალურ კონვერტებში საარჩევნო ბიულეტენის გარდა მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათი, სადაც მითითებულია ამომრჩევლის სახელი, გვარი და საარჩევნო სიაში მისი ნომერი. ამასთან, რამდენიმე კონვერტში აღმოჩნდა ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი განცხადებები ამომრჩევლის ხელმოწერით. აღნიშნულ ფაქტებს 21:45 საათისათვის ადგილი ჰქონდა 35 სპეციალური კონვერტის გასხნის შემთხვევაში. ,,სამართლიანი არჩევნების" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა საჩივარი უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობის მოთხოვნით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე