ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის #39 საოლქო საარჩევნო კომისიაში
2017-10-06 ასპინძის #39 საოლქო კომისიაში ვაკანტური თანამდებობის შესავსებად 6 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წევრად აირჩია ნინო ბერიძე, რომელიც 8 სექტემბერს საოლქო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ამავე კომისიის მდივნად. ახლადარჩეული მდივნის, ნინო ბერიძის მეუღლე, დავით ფართლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად #1 მაჟორიტარულ ოლქში პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. 15 სექტემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აცნობა თუ არა კონკურსანტმა ნინო ბერიძემ ცესკოს მისი ოჯახის წევრის - მეუღლის პოლიტიკური გეგმების და აქტივობის შესახებ ან/და წევრად არჩევის შემდგომ მიაწოდა თუ არა წერილობითი ინფორმაცია ზემდგომ საარჩევნო კომისიას. ცესკოს 19 სექტემბრის პასუხის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ 6 სექტემბერს, კონკურსანტი ნინო ბერიძე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე არ იყო, ასევე, 19 სექტემბრის მდგომარეობით, მისი მეუღლე ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული კანდიდატად არცერთ საარჩევნო ოლქში. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრი დისტანცირებული იქნას პოლიტიკური ზეგავლენებისგან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე