საბიუჯეტო ცვლილებებიბ ყვარის მუნიციპალიტეტში
2018-10-24 ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები, ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო. 2018 წლის 24 აგვისტოს საკრებულოს N60 დადგენილებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ასევე სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება, კერძოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული 22 სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფარვა, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება. ცვლილების საფუძველზე, გაიზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 75,000 ლარით. ასევე მოხდა ცალკეული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის თანხების გამოყოფა, გაიზარდა დაფინანსება ბინათმშენებლობის ღონისძიებებისთვის 87,800 ლარის ოდენობით, ასევე, დამატებით გამოიყო გზების რეაბილიტაციისთვის 1,120,100 ლარი, სპორტული მოედნებისა თუ დარბაზების კეთილმოწყობისთვის 22,7000 ლარი. კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით გაიზარდა ა(ა)იპ „ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ სუბსიდია 54,400 ლარით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე