საბიუჯეტო ცვლილება ახმეტის მუნიციპალიტეტში
2018-10-24 ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს შეეხო. 2018 წლის 27 აგვისტოს საკრებულოს N60 დადგენილებით, განისაზღვრა მუნიციპალიტეტის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულება: საინვესტიციო გარემოს და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლება, კულტურის და სპორტის განვითარება, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფისთვის ცალკეული პროგრამების დაფინანსება. აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში გამოიყო დამატებითი თანხა გზების რეაბილიტაციისთვის 229,900 ლარის ოდენობით, გაიზარდა სკოლამდელი განათლების დაფინანსება 272,800 ლარით, ასევე ა(ა)იპ „სოციალური სახლისთვის“ გამოიყო 11,000 ლარი არაფინანსური აქტივების ხარჯზე და სუბსიდია 3, 200 ლარი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე