საბიუჯეტო ცვლილებები კასპის მუნიციპალიტეტში
2018-10-24 კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ცვლილებები, ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. განისაზღვრა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლის მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარება, თითოეული ოჯახისთვის 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გამო 16,400 ლარით გაიზარდა მუნიციპალური ბიუჯეტი. საკრებულოს მიერ 8 ივნისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საწარმოთა ქონების გადასახადებიდან შემოსული 77,100 ლარი გამოიყო ერთჯერადი დახმარებების გასაცემად. 13 აგვისტოს ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი ქონების გადასახადებიდან შემოსული თანხის გარკვეული ოდენობა, 100,000 ლარი განაწილდა ჯანდაცვის სფეროში ერთჯერადი დახმარებების გასაცემად. კასპის მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაციისათვის 90,500 ლარით გაიზარდა ბიუჯეტი, აქედან 17,195 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოეყო კასპის ბიუჯეტს. დანარჩენი თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში სანქციებიდან და საურავებიდან მიღებული თანხების საფუძველზე დაფინანსდა. 19 ივლისს გახორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ქ. კასპში სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაემატა 750,000 ლარი ადგილობრივი მოსაკრებლების ხარჯზე, ხოლო 13 აგვისტოს დამატებით გამოიყო ამ ტიპის პროექტების განსახორციელებლად 130,000 ლარი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე