საბიუჯეტო ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტში
2018-10-24 გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში სარიტუალომომსახურების ხარჯების ანაზღაურება; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. გამოიყო მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული უხუცესების ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №952-ე განკარგულებით გამოიყო 2,362,910 ლარი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განსახორციელებლად. გზების მშენებლობა-რეკონსტრუციისთვის ქ. გორში მოხდა არაფინანსური აქტივების ზრდა 11,952 ლარით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე