საბიუჯეტო ცვლილებები ტყიბულის მუნიციპალიტეტებში
2018-10-23 ტყიბულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი თანხები 388,300 ლარიდან 400, 000 ლარამდე. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი გაიზარდა 17,900 ლარიდან 47,810 ათას ლარამდე, ხოლო საბინაო კომუნალური მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა 10,787 ლარიდან 23,686 ლარამდე, ძირითადად, სახელმწიფოს ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ხარჯზე. დასვენებისა და სპორტის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ბიუჯეტის ზრდა მოხდა, როგორც სახელმწიფო ტრანსფერის, ასევე შიდა შემოსავლების ზრდის ხარჯზე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდის თანხა 30,000 ლარიდან 40,000 ლარამდე გაიზარდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე