ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-19 ქარელის „ქართული ოცნების“ შტაბში თითქმის ყოველდღიურად იმართება შეხვედრები პარტიის მხარდამჭერებთან. როგორც „სამართლიანი არჩევნებისთვის“ გახდა ცნობილი შეხვედრებს ქარელის ორგანიზაცის თავმჯდომარე ზაზა გულიაშვილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ თანამშრომლებთანაც მართავს. იგი განსაკუთრებულად აქტიურად ხვდება მუნიციპალიტეტის სპორტის სფეროში მოქმედ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომლებს. შეხვედრების დროს მათ აძლევენ ინსტრუქციას არჩევნების მეორე ტურზე ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და ამის გაკეთება ახლობლებსა და ნათესავებსაც სთხოვონ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე