ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, აქტივისტები და აგიტატორები დადიან სოფლებში, კარდაკარ და მოუწოდებენ პენსიონრებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო თუ კერძო სექტორში, შეექმნებათ პრობლემები. ერთ-ერთმა პენსიონერმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სოფლის დეპუტატმა მას მოუწოდა არჩევნებზე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, წინაამდეგ შემთხვევაში ის მაინც გაიგებდა თუ ვის მისცა ხმა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე