ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და სოფლის დეპუტატები, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირდებიან სოციალური დახმარების დანიშვნას, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და რამდენიმე მოქალაქემ პირად საუბარში დაუდასტურა, რომ მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები ნამდვილად მოუწოდებენ მათ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, ხოლო სანაცვლოდ მათ 1 იანვრიდან დაენიშნებათ სოციალური დახმარება, რისთვისაც მათ მერიას განცხადებით უნდა მიმართონ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე