სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2018-10-30 დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მანანა ეგიდხანიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მისი თქმით 30 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. მიზეზად ის გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ მის აქტივობას ასახელებს. დასუფთავების სამსახურის განცხადებით კი, მანანა ეგიდხანიშვილს ხელშეკრულების ვადა 30 ოქტომბერს ამოეწურა და გასაგრძელებლად მასვე უნდა მიემართა წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დასუფთავების სამსახურმა მანანა ეგიდხანიშვილს გაუგრძელა შრომით ხელშეკრულება. მანანა ეგიდხანიშვილი ხელშეკრულების გაგრძელებას ფაქტის გასაჯაროებით ხსნის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე