სააგიტაციო მასალების დაზიანება
2018-11-19 ქუთაისში ე.წ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატები დააზიანეს. პლაკატებზე გაკეთებულია სხვადასხვა სახის წარწერები. ენმ-ს წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს უთხრა, რომ სააგიტაციო მასალა დააზიანა კახაბერ აბზიანიძემ, რომელიც მისი თქმით მოძრაობა „არა მიშას“ ოფისის ხელმძღვანელია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ესაუბრა კახაბერ აბზიანიძეს, რომელიც აცხადებს, რომ ტერიტორია, რომელზეც პლაკატებია გაკრული მის საკუთრებას წარმოადგენს და მის კუთვნილ ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრა პროვოკაციის მიზნით მოხდა. აბზიანიძე უარყოფს, რომ ის მოძრაობა „არა მიშას“ ოფისის ხელმძღვანელია, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის იდეებს იზიარებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე