კამპანიის ჩატარებაში ხელშეშლა
2020-07-09 ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიგა შუშანიას მიერ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 26 ივნისს, გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას სულხან-საბას დასახლებაში ხვდებოდა, სადაც მივიდა 2 ნასვამი პირი და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. ორგანიზაციის წარმომადგენელი გაესაუბრა უბნის მცხოვრებლებს, რომლებიც დამატებით ამბობენ, რომ მცირეწლოვანმა ბავშვებმა გრიგოლ ვაშაძეს ნარჩენები ესროლეს. შუშანიას ცნობით, ადგილზე ააიპ „სპეციალური სერვისების“ უფროსის მოადგილე ნიკა დვალი თანხმლებ პირებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ეს მისი უბანი იყო და შეხვედრის ჩატარების უფლებას არავის მიცემდა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან ნიკა დვალმა ეს ფაქტი უარყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე