პოლიტიკური პარტიის ოფისის დარბევა
2020-07-09 26 ივნისს, დაახლოებით დილის 09:30 წუთზე, მოქალაქემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ოფისი დაარბია. თვითმხილველების თქმით, უცნობი მამაკაცი პარტიის ოფისის შუშებს ქუჩიდან ქვებს ესროდა და ოფისის ფანჯრები და ტექნიკა დაამსხვრია. ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს მათ ოფისზე თავდასხმის უკვე მეოთხე შემთხვევაა „ქართული 12 ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს. პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს ქვები ესროლა, ასევე, ოფისიდან კომპიუტერის მონიტორი გამოიტანა და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე