საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ, 9 ივნისს სპორტსმენებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს სასურსათო კალათები დაურიგა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს იყო სარაგბო კლუბის წევრების მიერ ინიცირებული, მათივე სახელფასო დანაზოგით შეძენილი სასურსათო კალათები, რაშიც მუხრან ვახტანგაძეს, ფინანსურად, მონაწილეობა არ მიუღია. ის სასურსათო კალათების დარიგების პროცესში ჩაერთო, როგორც ყოფილი სპორტსმენი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე