საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა.
2020-07-09 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი- დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სისტემატურად აწყობს საქვემოქმედო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს მოსახლეობას. სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება დეპუტატის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით, ისევე როგორც, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდებით. ხშირად, მაჟორიტარი დეპუტატი, უშუალოდ არის ჩართული საქველმქომედო აქციებში. ასევე, მისი ბიუროს თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სოციალურ პროექტებში, ხვდებიან მოქალაქეებს და გადასცემენ სხვადასხვა საჩუქარს და დახმარებას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე