საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატმა - კახა ოქრიაშვილმა პირადი სახსრებით შეიძინა ნახევარი მილიონის სასურსათო პროდუქტი 16 000 ოჯახის დასახმარებლად, რომლებიც მისი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოსახლეობას პროდუქტები შეფუთვებად დაურიგდა, რასაც თან ახლდა წარწერა - „საკვები პროდუქტების ნაკრები, თქვენთან ერთად, კახა ოქრიაშვილი, ჰუმანიტარული დახმარება". შესაბამისი განცხადება დეპუტატის პრეს-სამსახურმა მედიითაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, კახა ოქრიაშვილმა აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრიჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა. განცხადების მიხედვით, შესაბამისად, პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათა 16 000 ოჯახზე თანაბრად განაწილებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო თითოეული ოჯახი ორ ლიტრ ზეთს, 3 კგ მაკარონს და 2-2 კგ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს მიიღებდა. „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლებმა საკვები პროდუქტები ნამდვილად მიიღეს, შესაბამისი გზავნილით კახა ოქრიაშვილისგან. საგულისხმოა, რომ კახა ოქრიაშვილს საჯაროდ აქვს გაცხადებული მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ამავე ოლქში, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე