საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, აპრილსა და მაისში, საკუთარი ფინანსური სახსრებით, უზრუნველყო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელისა და პედაგოგისთვის 900-ზე მეტი სასურსათო ამანათის გადაცემა. ამანათების გადაცემის პროცესს სააღმზრდელო დაწესებულებებში, დეპუტატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხითაც გაშუქდა. გოდერძი ჩანქსელიანის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე იძებნება თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჯარო მადლობა და აღნიშნულია, რომ დეპუტატმა ღონისძიება საკუთარი სახსრებით დააფინანსა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე