საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 მარტში, ტყიბულისა და თერჯოლის დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ 100 000 ლარი გამოყო ტყიბულელთა დასახმარებლად. პროგრამის ფარგლებში (პანდემიის გამოცხადებიდან - მაისის ბოლომდე) ფულადი დახმარება 250 ოჯახმა მიიღო. მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, შახტის ადმინისტრაციას (მეშახტეთა ჩართულობით) მიმართა თხოვნით, განესაზღვრათ დახმარების განაწილების კრიტერიუმები, რათა თანხის განკარგვის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. 8 თანხის ასაღებად ზოგიერთი მოქალაქე მაჟორიტარის ბიუროს ოფისში თვითონ მიდიოდა. მათ დახმარებას ბიუროს წევრები, თვითონ დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემდნენ. ასევე, ზოგიერთ მრავალშვილიან ოჯახში დახმარების გადასაცემად თავად დეპუტატი იყო მისული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე