საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დეპუტატ ნინო წილოსანის ფონდის მიერ მოსწავლეებისთვის მობილური ინტერნეტ-პაკეტების გადაცემა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან თითო, საერთო ჯამში, კი, 25 მოსწავლეს გაუხანგრძლივდა ულიმიტო ინტერნეტი. ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, მაკა გოგიჩაიშვილმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შუამდგომლობით, „ფონდმა წილოსანმა“ - რომლის ხელმძღვანელიც ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანია, აპრილისა და მაისის თვეში, ინტერნეტ-პაკეტის საფასური ჩოხატაურის საჯარო სკოლების 15 მოსწავლეს გადაუხადა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე