საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 4 ივლისს, დილის 10 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „მკურნალში", ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის" ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. შესაბამისი ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე