ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური ბეჭდური გამოცემა - „ჩვენი სოფელი", რეგულარულად ვრცელდება სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, რიგდება ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერაც. აღნიშნული გაზეთი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის სოფლის მეურნეობაში არსებული სიახლეებისა და სხვადასხვა პროგრამის შესახებ. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით გამოცემული გაზეთის მაისის თვის 3 (53) ნომერში შეინიშნება „ქართული ოცნების" სასარგებლო აგიტაციის ნიშნები, მათ შორის, პარტიის პოლიტიკის, მიღწევებისა და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. გაზეთის გავრცელების ფაქტები დადასტურებულია ლაგოდეხში, აბაშასა და საჩხერეში. 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე