ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-29 29 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი და მაჟორიტარობის დასახელებული კანდიდატი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში - გოჩა ენუქიძე, პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას. დეპუტატი სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა და მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია, დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. 31 ივლისს, დეპუტატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ გლოლაში, ხვდებოდა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და დახმარების გადაცემაში მონაწილეობდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე