ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-11 11 ივლისს, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების” ფრაქციის წევრმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა და ასევე, საკვები პროდუქტებიც მიუტანა. რიმა ბერაძის თანაშემწის - მაკა სამნიაშვილის ინფორმაციით, მანანა სულთანიშვილმა რამდენჯერმე დახმარების თხოვნით, წერილობით მიმართა რიმა ბერაძეს. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები რომელიც შეეძლო წაეღო უფასო სასადილოდან უფუჭდებოდა მაცივრის არქონის გამო. ამიტომ საკრებულოში რიმა ბერაძემ და მისმა თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან 20-20 ლარი შეაგროვეს და უყიდეს ოჯახს 200 ლარამდე ღირებულების მაცივარი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე