ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-21 21 ივლისს, „ლელო საქართველოსთვის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები, სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატ „ბარბარე ოცდაერთს” ესტუმრნენ. პარტიის წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს, 15-მდე მოხუცს, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს, მოისმინეს მათი პრობლემები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ცხადაძემ „სამართლან არჩევნებთან” საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო საქველმოქმედო აქცია, პირადი სახსრებით და არ იყო გათვლილი პოტენციურ ამომრჩევლებზე, რადგან პანსიონატის ბენეფიციარები ეტაპობრივად გადაადგილდებიან ხოლმე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მისივე თქმით, საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მათ დაწესებულების ხელმძღვანელი დაუკავშირდა. აქციის დროს, პარტიის ერთ-ერთ წარმომოადგენელს ეცვა ლელოს მაისური.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე