ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-05-04 „ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაცია და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის, არჩილ თალაკვაძის ბიურო, პანდემიის გამო, აპრილ-მაისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარებას გასცემდა. საყურადღებოა, ის გარემოება, რომ აღნიშნული დახმარება - საკვები პროდუქტების სახით ოზურგეთში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქართველოში თურქეთის საელჩომ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) გამოყო. „ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ ჭანუყვაძის ფეისბუქგვერდზე გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, დახმარება, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებისათვის, რაიონული ორგანიზაციის წევრებისა და არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელის მიერ გაიცა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე