სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
თარიღი: 2020-08-01
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ზუგდიდი , ჭითაწყარი, ჯიხაშკარი, ცვანე, კახათი, ახალკახათი, გრიგოლიში, შამგონა და ანაკლია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება
2020-08-01 მერის წარმომადგენლებს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. როგორც ზუგდიდის მერის წარმომადგენლმა „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან აღნიშნა, 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის: ჭითაწყარი, ჯიხაშკარი, ცვანე, კახათი, ახალკახათი, გრიგოლიში, შამგონა და ანაკლია, მერის წარმომადგენლებს, 1 აგვისტოდან აღარ გაუგრძელდათ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რაც ეცნობათ ერთი თვით ადრე. „ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, განთავისუფლების ძირითად მიზეზად, ამ სოფლებში ოპოზიციური ძალების მეტ მხარდაჭერას ასახელებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე