სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2020-07-14 2020 წლის 14 ივლისიდან მერის წარმომადგენელი ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულში მურმან კუპრაშვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2020 წლის 13 ივნისიდან მერის ბრძანებით ყველას გაუგრძელდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა - ნათქვამია მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში. სხვა წარმომადგენელებს ვადა გაუგრძელდათ 1 თვეზე მეტ ხანს. მურმან კუპრაშვილმა „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ ეტაპზე ასეა საჭირო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე