სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
თარიღი: 2020-08-05
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ჭიათურა , ზოდის, ხვაშითის, წირქვალის და ნიგოზეთის ტერიტორიული ერთეულები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება
2020-08-05 „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის, ხვაშითის, წირქვალის და ნიგოზეთის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან საკადრო ცვლილება განხორციელდა 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე მერიამ უარი განაცხადა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დაცვის მოტივით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე