სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსხურიდან გათავისუფლება
2020-07-17 17 ივლისს, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან, მეეზოვე ხათუნა ასკარგიზი გაანთავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ, გაფრთხილების გარეშე გაცდენები დაასახელა. კოორდინატორი დაუკავშირდა დასაუფთავების სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ხათუნა ასკარგიზს დისციპლინური გადაცდომა უფიქსირდება. ხათუნა ასკარგიზის თქმით, იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან მონაწილეობა მიიღო 14 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სასმელი წყლის მოთხოვნის მიზნით გამართულ აქციაში. აქციაზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ხათუნა ასკარგიზი მთავარ არხს სოფლის პრობლემებზე ესაუბრა. ერთი თვის შემდეგ, 17 ივლისს, ასკარგიზი ჯანმრთელობის პრობლემის გამო სამსახურში არ გამოცხადდა. იმავე დღეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, თამაზ მელიქიშვილმა აცნობა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. ასკარგიზი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში და მას არცერთი გაფრთხილება არ ჰქონია მიღებული ამ ხნის განმავლობაში. ასკარგიზის თქმით, მისი ოჯახი ხელისულების მხრიდან ზეწოლას განიცდის პოლიტიკური შეხედულებების გამო. მისი მეუღლე ჯამბულ სიონოღლი წლების მანძილზე, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოფელ ხიდისყურში გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორობა ჩააბარეს. არჩევნების შემდგომ ნახევარი საათით დაგვიანება, სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ხაათუნა ასკარგიზის თქმით, 11 სულიანი ოჯახი შემოსავალის გარეშე დარჩა და მათ სოციალური დახმარება ესაჭიროებათ


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე