სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა
თარიღი: 2020-07-17
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
2020-07-17 17 ივლისს, დაახლოებით დღის 4 საათზე, მარნეულის სოფელ არაფლოში, გალიფ ალიევის ოჯახში, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი აქტიური წევრია, მარნეულის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის ოფიციალური საფუძველი იყო ის, რომ გალიფ ალიევს სახლში ჰქონდა არარეგისტრირებული (პისტოლეტი) იარაღი. ჩხრეკის დროს, ოჯახის ერთ–ერთი წევრის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ჩანს პოლიციელების მხრიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადების ფაქტი. ამ საქმესთან დაკავშირებით, 18 ივლისს, პროკურატურაში განცხადება, „ევროპული საქართველოს” წევრმა ახმედ იმამყულიევმა შეიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტარდებოდა და ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ჩადენილი ჯგუფის მიერ) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა) დაიწყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე