სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა
2020-07-25 25 ივლისს, „ლელო საქართველოსთვის” ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მერაბ აბაშიძემ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ შტაბში, სხვადასხვა პოზიციაზე უკვე დასაქმებულმა სამმა პირმა, უარი განაცხადა პარტიასთან თანამშრომლობაზე. მათ უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს. მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელია, უარი განაცხადა იმის გამო, რომ მას პრობლემა შეექმნებოდა კომპანიასთან, თუკი პარტიასთან ითანამშრომლებდა. მეორე მამაკაციც, რომელიც ბუღალტრად მუშაობს, პარტიის დატოვების იმავე მიზეზს ასახელებს, ხოლო მესამე ქალბატონმა, რომელიც პარტიამ კოორდინატორის პოზიციაზე დანიშნა, რამდენიმე დღის შემდეგ პარტიას განუცხადა, რომ ის უმუშევარია, თუმცა პარტიასთან თანამშრომლობის გამო მისი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებოდათ სამსახურებში და მანაც დატოვა „ლელო საქართველოსთვისის”ოფისი. შტაბის ხელმძღვანელი, მათივე თხოვნით, უარს ამბობს სამივე პიროვნების ვინაობის გასაჯაროვებაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე