ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2020-07-08 8 ივლისს, დაახლოებით, 11:40 სთ-ზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამუშაო საათებში „ქართული ოცნების” ოფისში შეიკრიბნენ. ქართული ოცნების ლაგოდეხის საარჩევნო შტაბში შეკრებილ საჯარო მოხელეთაგან „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლისთვის ცნობილია რამდენიმე პირის ვინაობა, მათ შორის: გიორგი მჭედლიშვილი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ივანე მანაგაძე - მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი. შეხვედრას საკრებულოს წევრი დეპუტატებიც ესწრებოდნენ: ივანე ხაჩიძე და ნინო კრაწაშვილი. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი შეეცადა გაერკვია რა შინაარსის შეხვედრა იმართებოდა პარტიის ოფისში, რაზეც პასუხად მიიღო, რომ იმართებოდა მორიგი სამუშაო შეხვედრა. მოგვიანებით, აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა რადიო ჰერეთმა. გამოცემა იუწყება, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში, საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაონ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე