პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა
2020-07-09 9 ივლისს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასული „ლელო საქართველოსთვის” გორის ორგანიზაციის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფლის შესასვლელში მდებარე საპოლიციო საგუშაგოს იქით არ შეუშვეს. ორ საათ ნახევრის ლოდინის შემდეგ, პარტიის წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს პასუხი, თუ რა მიზეზის გამო არ უშვებდნენ მათ სოფელში. „ლელოს” წევრების განცხადებით, მათთვის გადაადგილების შეზღუდვა წარმოადგენს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე