დამკვირვებელზე ზეწოლა
2020-07-14 14 ივლისს, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს საგარეჯოში, სახლში მიაკითხა შორეულმა ნათესავმა, რომელიც საკრებულოს თანამშრომელი და „ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სავარაუდოდ, შვებულების დროს დაკავებულია აქტივიზმით მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ პირმა აღნიშნა, რომ გამოკითხეს „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის შესახებ, იყო თუ არა „ქართული ოცნების” გულშემატკივარი. სტუმარს არ დაუსახელებია კონკრეტული პირი, რომლის სახელითაც მოქმედებდა, თუმცა, მისი საუბრიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას”. ნათესავის პირით გადმოსცეს, რომ, მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე