ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-30
2020-09-08 6 აგვისტოს, ბათუმში, მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა" და ირმა ინაშვილის მხარდაჭერით სასურსათო კალათები დაურიგეს, მათ შორის: 40 კალათა დარიგდა დრამატულ თეატრში, 14 – თოჯინების თეატრში და 23 - მუსიკალურ ცენტრში, ჯამში გაიცა 77 კალათა. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა სურსათის დარიგება, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. დახმარების შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დათო ოქიტაშვილმა თავის „ფეისბუქ" გვერდზე გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში კულტურისა და ხელოვნების მუშაკთა თანადგომის კიდევ ერთი ეტაპი, საქართველოს კულტურის პალატის მიერ, ირმა ინაშვილის და „პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერით განხორციელდა, სურსათის კალათები, ბათუმის გარდა, დარიგდა ქუთაისსა და ოზურგეთშიც.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე