ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-08 ოზურგეთში, 6 აგვისტოს, სასაჩუქრე სურსათის კალათა, ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით, ადგილობრივი ფოლკლორის ცენტრის და ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებმა მიიღეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. თუმცა, ოზურგეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ეს კატეგორიულად უარყო. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები და ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის ადმინისტრაცია ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ სასურსათო კალათები „პატრიოტთა ალიანსისგან“ მიიღეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე