ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-30
2020-09-08 1 სექტემბერს, ფოთში, „Maltakva Beach Fest"-ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა. ღონისძიებას „ქართული ოცნების" ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ესწრებოდა. მან გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა, I ადგილზე გასულებს - 2000 ლარი, II - 1500 ლარი, III - 1000 ლარი, ჯილდოები გადეცათ, ასევე, საუკეთესო თავდამსხმელს, მეკარესა და მსაჯს. ტურნირის ინიციატორი და მხარდამჭერი ხახუბიას ოჯახი იყო. ფულადი ჯილდოების სპონსორ შპს „აისბერგი 2"-ის 25%-იანი წილის მფლობელი მოქმედი მაჟორიტარი და ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბიაა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე