ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-30
2020-09-08 5 აგვისტოს, ქობულეთში, ინფორმაცია გავრცელდა „ქართული ოცნების" მიერ ბოსტნეულის უსასყიდლოდ დარიგების შესახებ. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ ბოსტნეულის, კერძოდ, ქობულეთის სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციის, დარიგება აჭარის სოფლის მეურნეობის პროგრამით განხორციელდა. მისივე თქმით, ქობულეთში მერის წარმომადგენელმა დავით ზოიძემ, რომელსაც დაევალა დახმარების გადანაწილება ადგილობრივ მოსახლეობაზე, აღნიშნული პროდუქცია მამის კუთვნილ ფართში დაასაწყობა და იქედან გასცემდა. რადგანაც დავით ზოიძის მიერ არ იქნა ახსნილი მოსახლეობისათვის დახმარების წყარო და მიზანი, ადგილობრივებმა ეს „ქართულ ოცნებას" დაუკავშირეს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან, „ქართული ოცნების" ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაკაიძემ, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მისი პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობა გამორიცხა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე