ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-30
2020-09-08 25 ივლისს, აბაშაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი", აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორის და შპს „შანის" დირექტორის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აბაშის მერიის ფეისბუქ-გვერდზე. აქციის შესახებ, ერთ-ერთი მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში (5:55 – 6:00 წთ.), ექიმების მაგიდაზე ნათლად ჩანს „ქართული ოცნების" დროშა. აქციის ფარგლებში, სამასამდე ბენეფიციარს გაეწია მომსახურება. მერიის წარმომადეგნელმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ კონკრეტულ აქტივობაში მერია არ მონაწილეობდა, უბრალოდ, შპს „შანს" დაეხმარა ორგანიზებასა და მოსახლეობის ინფორმირებაში და დასძინა, რომ უზრუნველყვეს მოსახლეობის ტრანსპორტირებაც, რათა აბაშის მოსახლეობას, რომელსაც შორ მანძილზე გადაადგილება უჭირდა, გაადვილებოდა სამედიცინო შემოწმებაში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდშიც განხორციელდა მსგავსი აქტივობა. შპს „შანის" დირექტორი ნანა შენგელია, წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისას, „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე