ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-08 19 აგვისტოს, პ/გ „ქართული იდეის“ თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად სტუმრობდა ხელვაჩაურში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს. ლევან ჩაჩუამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ სხვა პირებთან ერთად ფუტკარაძეების ოჯახს საჩუქრად სამზარეულოს ინვენტარი, ავტომობილი, შინაური ცხოველები და სხვა მატერიალური ქონება გადასცეს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის დასახმარებლად, 45 000 ლარი რუსეთის მოქალაქემ გაიღო. ფაქტის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვება როგორც „პრიმაკოვის ფონდის“ დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის, ასევე, პ/გ „ქართული იდეას“ თავმჯდომარის „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე