ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-08 22 აგვისტოს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ეწვია ც.დ., მეზობელი უბნიდან, რომელმაც განუცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დავალებით მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდა. კითხვარში აღნიშნული იყო მოქალაქის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე გრაფა „პარტიული“, რაც პარტიის კოორდინატორის განმარტებით ნიშნავდა იმის აღნიშვნას, თუ ვისთვის აპირებს ამომრჩეველი ხმის მიცემას. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას ც.დ.-მ განაცხადა, მას დავალებული ჰქონდა კარდაკარ გამოკითხვისას ჩაენიშნა შეჭირვებული ოჯახების სია, რომელსაც, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიაწვდის ,,ქართულ ოცნებას" და, ამის შემდეგ, პარტია ამ ოჯახებს მედიკამენტებს და სხვა ფასიან საჩუქრებს გადასცემს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე