ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-15
2020-09-08 2 აგვისტოს, გლდანში გამართულ შეხვედრაზე, „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ისაუბრა იაფი მედიკამენტების პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება პარტიის მიერ. კერძოდ, „თავისუფალ საქართველოს" გარკვეული დასახელების მედიკამენტები თურქეთიდან შემოაქვს და საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებზე იაფად ყიდის. პარტიას აქვს შექმნილი აფთიაქიც. კახა კუკავამ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა დარიგებულ ბროშურებში გაცნობოდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროგრამის შესახებ, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ეხება იაფ მედიკამენტებს. ბროშურაში მოცემულია გარკვეული პრეპარატების სია, აღნიშნულია წამლების აფთიაქში არსებული ფასი და, ასევე, პარტიის მიერ შეთავაზებული უფრო დაბალი ფასი. საარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ მედიკამენტების ვრცელი სია მოქალაქეებს შეუძლიათ იხილონ პარტიის ვებ-გვერდზე, ან კონკრეტულ სატელეფონო ნომერზე დარეკონ. „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელის თქმით, მედიკამენტები უფასოდ არ რიგდება, იყიდება და ამაში პარტიას არანაირი მოგება არ აქვს. კახა კუკავას განცხადებით, მსგავსი პროგრამის განხორცილებას გეგმავს საწვავზეც.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე