ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-30
2020-09-08 1 სექტემბერს, ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სარეკლამო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს. განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე (ფორმა 100), კოპმანია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ფასით. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. კომპანია დაინტერესებულ მომხმარებლებს სთავაზობს დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. „შპს პსპ ფარმას" 95%-იანი წილის მფლობელი მაჟრიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილია, რომელიც, დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში „ძალა ერთობაშიას" ბლოკის სახელით იყრის კენჭს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე